logo
ENG



პუტინის მტკიცებით, რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის "არანაირი ინტერესი არ აქვს"

17 დეკ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/7dhycr8jwtj4w20.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის "არანაირი ინტერესი არ აქვს". მისივე თქმით, ის ალიანსის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული. 

ასე გამოეხმაურა პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთი უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში NATO-ს ქვეყნებს თავს დაესხმება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ამას "სრული სისულელე" უწოდა. 

"ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის", - ამბობს პუტინი. 

მისივე თქმით, ეს არის ბაიდენის მცდელობა, რუსეთის მიმართ აშშ-ის მცდარი პოლიტიკა გაამართლოს. 

"რუსეთს NATO-ს ქვეყნებთან საბრძოლველად არ აქვს არანაირი მიზეზი, არანაირი ინტერესი - არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო", - თქვა პუტინმა. 


close დახურვა